воскресенье, 10 сентября 2017 г.

                                                         ტრენინგის მეცხრე დღე
     პროექტის ბოლო დღე მეტად შინაარსობრივი იყო.კიდევ ერთხელ გადავხედეთ გეგმებს ,შევიტანეთ ცვლილებები და დავასრულეთ გეგმა. პორტფოლიოები გავაცანით ერთმანეთს პრეზენტაციის სახით.შემდეგ ავტვირთეთ გუგლის საქაღალდეში.ამ კურსმა „პროექტებით სწავლება“მასწავლა ,როგორ გამოვიყენო სასწავლო პროექტები შედეგზე ორიენტირებულ სწავლებაში.როგორ გავააქტიურო მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბო 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები.დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიციური განწყობა.
ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ არის საუკეთესო რესურსი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ამ კურსის საშუალებით ვისწავლე შეფასების მეთოდების  და ინსტრუმენტების გამოყენება, გავიაზრე,როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი  მხარდამჭერი სავარაუდო ნაშრომები და ფასილიტაციის მრავალფეროვანი ნიმუშები პროდუქტიულობის გაზრდის და მოტივაციის ამაღლების მიზნით.
დიდი მადლობა  მასწავლებელთა  სახლს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და ჩემს ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.

Комментариев нет:

Отправить комментарий