воскресенье, 10 сентября 2017 г.

                                                         ტრენინგის მეცხრე დღე
     პროექტის ბოლო დღე მეტად შინაარსობრივი იყო.კიდევ ერთხელ გადავხედეთ გეგმებს ,შევიტანეთ ცვლილებები და დავასრულეთ გეგმა. პორტფოლიოები გავაცანით ერთმანეთს პრეზენტაციის სახით.შემდეგ ავტვირთეთ გუგლის საქაღალდეში.ამ კურსმა „პროექტებით სწავლება“მასწავლა ,როგორ გამოვიყენო სასწავლო პროექტები შედეგზე ორიენტირებულ სწავლებაში.როგორ გავააქტიურო მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბო 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები.დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიციური განწყობა.
ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ არის საუკეთესო რესურსი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ამ კურსის საშუალებით ვისწავლე შეფასების მეთოდების  და ინსტრუმენტების გამოყენება, გავიაზრე,როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი  მხარდამჭერი სავარაუდო ნაშრომები და ფასილიტაციის მრავალფეროვანი ნიმუშები პროდუქტიულობის გაზრდის და მოტივაციის ამაღლების მიზნით.
დიდი მადლობა  მასწავლებელთა  სახლს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს და ჩემს ტრენერს ქალბატონ დიანა მიქაძეს ასეთი საინტერესო ტრენინგისათვის.
                                                     ტრენინგის მერვე დღე
ეს დღე მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა.ამ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებზე და გავეცანით თუ რა სახის დავალება უნდა მივცეთ ასეთ ბავშვს და როგორ ჩავრთოთ პროექტში. ასეთი მოსწავლე.ვისწავლეთ მაკრატელის მოხმარება საჭიროების შემთხვევაში.ვიმუშავეთ ბლოგში. ვისწავლეთ და ავტვირთეთ ბროშურები.ვისწავლეთ ბლოგზე სურათების გამოქვეყნება.ვიმუშავეთ დრაივში და ავტვირთეთ ჩემი და მოსწავლის პრეზენტაციები.ეს დღე მეტად საინტერესო იყო და ამისათვის მადლობა ქალბატონ დიანას. 
                                                    ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგის მეშვიდე  დღე მეტად საინტერესო და შრომატევადი აღმოჩნდა.ამ დღეს ჩვენ ვისაუბრეთ შეფასების რუბლიკაზე გავეცანით სტანდარტებს.დაწვრილებით გავეცანით პროექტის შეფასების ცალკეულ კრიტერიუმებს.გავიგეთ რა არის ფასილიტაცია და რა როლი ეკისრება ფასილიტატორს პროექტის მსვლელობისას.ტრენინგის მეორე ნაწილში ჩვენმა ტრენერმა შეგვიმოწმა  გეგმები და მოგვცა საჭირო რჩევები.
                                             ტრენინგის მეექვსე დღე
ეს დღე მეტად დატვირთული  და შრომატევადი აღმოჩნდა.გავეცანით საავტორო უფლებებს.ვისწავლეთ ბმულის ატვირთვა.გავეცანით როგორ წარმოვადგინოთ პროექტის პრეზენტაცია.და როგორ შევქმნათ მოსწავლის ნიმუშები.ტრენინგის ეს დღე მეტად დამღლელი აღმოჩნდა . ნეტავ შევძლებ ყველაფერს თავი გავართვა.იმედი მაქვს ჩვენი ტრენერის გვერდში დგომით ყველაფერი გამოგვივა. 
ტრენინგის მეხუთე დღე
პროექტის მეხუთე დღე მეტად შინაარსობრივი და საიტერესო იყო.მოხდა ჩვენი პროექტის მონახაზის სათითაოდ განხილვა.მოგვცა მითითებები ჩვენმა ტრენერმა.განვიხილეთ და შევქმენით პროექტის ბროშურები.გავიარეთ მესამე მოდულის კურსი "კავშირები".გავეცანით საავტორო ფლებებს.
                                                     ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები.არსებობს შეფასების ხუთი სტრატეგია.აქედან ირველი ოთხი სტრატეგია ძირითადად არის განმავითარებელი, ხოლო მეხუთე სტრატეგია არის განმსაზღვრელი.პირველით ვამოწმებთ მოსწავლის წინარე ცოდნას და ვიყენებ მეთოდს ვიცი, მინდა ვიცოდე.მეორე სტრატეგიით ვამოწმებ მოსწავლის დამოუკიდებლად მუშაობას და თანამშრომლობას ,ამისათვის ვიყენებ პროექტის გეგმას და ჯგუფზე დაკვირვებას. მესამე სტრატეგიას ვიყენებ მოსწავლეს თუ როდის და სად სჭირდება დაკვირვება.ამისათვის ვიყენებ არაფორმალურ დაკვირვებას და შემთხვევების ჩანიშვნას.მეოთხე სტრატეგია ემსახურება მოსწავლის ცოდნის გაგებას და წახალისებას,ამისათვის ვიყენებ წერილობით და ზეპირ ტესტებს. მეხუთე არის განმსაზღვრელი, ვამოწმებ მოსწავლს მიერ შექმნილ პროდუქტს,მთლიან პორტფოლიოს. 
                                                 ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე მეტად საინტერესო და ღირებული იყო.კერძოდ ჩვენ შევისწავლეთ პროექტის გეგმის შედგენის თანმიმდევრობა.გავეცანით კითხვების სახეებს.გავაკეთეთ მონახაზი ჩვენს მიერ შერჩეულ პროექტზე.

                                                         

                                                   ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე უფრო საინტერესო აღმოჩნდა.ვისწავლე ბლოგის შექმნა.თავიდან ცოტა მეშინოდა,რომ ვერ გამეგო.მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.ძალიან მომეწონა ბლოგში მუშაობა.შევქმენი საკუთარი ბლოგი.გავეცანი პროექტის ძირითად მოთხოვნებს.გავეცანი თუ რამდენად აუცილებელია ბროშურის შექმნა.
                                  ტრენინგის პირველი დღე.
ტრენინგის პირველი დღე ძალიან მომეწონა.კერძოდ გავეცანი რას ითვალისწინებს ინტელის ძირითადი კურსის გავლა.გავეცანით ელექტრონულ წიგნს და მასზე მუშაობის წესებს.მომწონს ჩემი ტრენერი ქალბატონი დიანა.საუბრობს თავისუფლად, ქმნის დადებით გარემოს,გვიხსნის დამაჯერებლად. იმედი მაქვს, რომ ყველაფერს გავართმევ თავს.